ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ფილმი ნახეს და განიხილეს
13-04-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს - „ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობა“, რომელიც არაერთი საინტერესო პროექტის ავტორი თუ თანამონაწილეა.
ამჯერად, 2 აპრილს, პროექტის - „თანასწორობა ძლიერი თემისთვის“ ფარგლებში გაიმართა ფილმის „დამალული ფიგურები“ ჩვენება-განხილვა.
ფილმის ჩვენება-განხილვის მიზანი იყო, მონაწილეებს დისკრიმინაციის შედეგები ენახათ და ასევე, შესაძლებლობების მიცემის მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ პროექტს - „თანასწორობა ძლიერი თემისთვის“ ახორციელებს „ნასაკირალის საინიციატივო ჯგუფი - ნასა“ და ასკანის საჯარო სკოლის „ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობა“; ასევე, ქალთა ფონდი საქართველოში და ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, პროექტის - „ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის“ ფარგლებში, რომელიც ადგილობრივ ორგანიზაციებთან „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „რაჭის სათემო ორგანიზაცია“, „ქალი და რეალობა“ და „უხუცეს ქალთა საბჭო“ თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის