ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ისტორიის მასწავლებელმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შესახებ საინტერესო ვიდეორგოლი მოამზადა
13-04-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ისტორიის მასწავლებელმა გიორგი გორჯელაძემ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედისთან დაკავშირებით, საინფორმაციო ვიდეორგოლი მოამზადა.

ვიდეოში საპროტესტო აქციის დასაწყისი, მისი მიმდინარება და მნიშვნელოვანი მოვლენებია წარმოდგებილი. მთხრობელი VIII კლასის მოსწავლე გიორგი მამულაძეა.

„ტრაგედიის დღე, 33 წლის წინ საბჭოთა ჯარმა თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია.
ტრაგედიის ქრონოლოგიის შესახებ ვიდეო მოამზადა ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ისტორიის მასწავლებელმა, გიორგი გორჯელაძემ. მოკლედ ტრაგედიის შესახებ გიყვებათ VIII კლასის მოსწავლე გიორგი მამულაძე.
მადლობა თავისუფლებისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203