„მსოფლიო დროშების ისტორია“ - მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
13-04-2022
ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, ინგა ბელქანიას ხელმძღვანელობით თემაზე - „მსოფლიო დროშების ისტორია“ პროექტი ჩაატარეს.
მეათეკლასელებმა პროექტის ფარგლებში სახელმწიფო დროშების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს და თემასთან დაკავშირებით ბლიც კითხვებს უპასუხეს.