ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ გუნდის კიდევ ერთ კვალიფიციურ წევრს - პედაგოგ ჯულიეტა საღარეიშვილს გვაცნობს
13-04-2022

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალი ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ჯულიეტა საღარეიშვილს გვაცნობს. 

ის „პროგრესში“ ამერიკული სექტორისა და ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელია. 

ჯულიეტა საღარეიშვილმა უმაღლესი განათლება აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. აქვს თარგმანთმცოდნეობაში მაგისტრის ხასისხი.

სკოლა პროგრესი პედაგოგს წარმატებებს უსურვებს.

„გვინდა, გაგაცნოთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი კვალიფიციური წევრი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ჯულიეტა საღარეიშვილი. ჩაბარებული აქვს კემბრიჯის ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა მასწავლებელთათვის - TKT (Teaching Knowledge Test)
2017 წლიდან „პროგრესის" გუნდის წევრია და მასწავლებლობასთან ერთად, ამერიკული სექტორისა და ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებს.
ინგლისური ენის როგორც მასწავლებლად, ისე კათედრის ხელმძღვანელად უმუშავია არაერთ სასწავლო დაწესებულებაში, როგორებიცაა: ეროვნული სკოლა-გიმნაზია, ინგლისური ენის აკადემია, გეგუთის №1 საჯარო სკოლა, სოხუმის №6 საჯარო სკოლა და ა.შ.
წარმატებები ვუსურვოთ ქალბატონ ჯულის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203