ოლავერდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მშობლიურ ენაში აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
13-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს ხშირად სთავაზობენ, რომელშიც ბავშვები დიდი ხალისით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში მშობლიურ ენაში, აქტივობებით გაჯერებული, ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ ღია გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა და თითოეული მოსწავლე აქტიურობით გამოირჩეოდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203