ჭოგნარის საჯარო სკოლას უკრაინიდან ჩამოსული ორი მოსწავლე შეემატა
13-04-2022
ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეები დიდი ემოციით მიიღეს.
სკოლის მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეთა სიას უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული ორი მოსწავლე გიორგი და ანნა ელიავები შეემატა.
ისინი ქალაქ ხარკოვის N103 სკოლაში სწავლობდნენ. აღსაზრდელებს სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, დირექციამ და აგრეთვე მოსწავლეებმა თბილი, ემოციური შეხვედრა მოუწყო.
გაცნობითი ღონისძიება კლასებში გასხნა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ამირან ელიავამ. ღონისძიების ძირითად ნაწილს უძღვებოდნენ კლასის დამრიგებლები. შეხვედრაზე გაჟღერდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები და აღსაზრდელებს მიეცათ საშუალება ურთიერთგაცნობისათვის.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის