
ღონისძიებით მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს, თემატური პლაკატები შექმნეს და გამოფინეს. ისინი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: