ბაისუბნის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
13-04-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ხშირად საინტერესო და სახალისო სპორტული აქტივობები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში მე-5 და მე-6 კლასებს შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას დიდი ყურადღება ექცევა და სწორედ ამიტომ, მათთვის სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.