დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
13-04-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დიდება დედებს“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მე-3, მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მრავალფეროვანი აქტივობებიც განახორციელეს, მათ შორის მოეწყო მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დედის დღის აღნიშვნას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ მოვლენებს უკავშირდება.