
საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის IIა კლასში „ექიმის საათი“ ჩატარდა.
სკოლის პედაგოგმა ირმა შველიძემ და ექიმმა მაია საგინაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია „თანადგომა მშობლების“ ორკვირიანი ტრენინგკურსი - „ექიმის საათი“, გაიარეს. კურსი დაწყებითი კლასების პედაგოგებისა და სკოლის ექიმებისთვის იყო განკუთვნილი.
პედაგოგმა და ექიმმა ტრენინგისას დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებთან გამოიყენეს.
„ექიმიის საათი“ მოიცავს სულ ათ თემას, კლასის დამრიგებელთან ერთობლივი თანამშრომლობით მიმდინარეობს მეცადინეობა“,- წერია სკოლის მიერ მოქოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: