„ვენის კლასიკოსები“ - ალერტკარის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა უდიდესი კომპოზიტორების შემოქმედება განიხილეს
13-04-2022
ზუგდიდი მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს აწყობენ.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა მუსიკის პედაგოგთან (თ. ლაგვილავა) ერთად ღონისძიება - „ვენის კლასიკოსები“ ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც უდიდესი კომპოზიტორების შემოქმედება განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მშვიდ და სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდა. ნიჭიერმა მეოთხეკლასელებმა მოძიებული ინფორმაციის აუდიტორიისთვის გაცნობის გამოცდილებაც მიიღეს.