ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ხეები დარგეს
13-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით გარემოს დაცვით საკითხებს მუდამ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.
ამჯერად, პროექტის „დედამიწის დღის“ ეგიდით სკოლაში მე-9 კლასის ხელმძღვანელის, ნათია კილაძის ხელმძღვანელობით აქტივობა განხორციელდა.
სკოლის ეზოში მეცხრეკლასელებმა სხვადასხვა ჯიშის ხეები დარგეს, ასევე, დაასუფთავეს ეზო და ნარჩენები მოაგროვეს.
„განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს გიორგი ფხაკაძის და ვაჟა მამაგეიშვილის ჩართულობა; აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის საქმიანობას შემოუერთდნენ სოფლის გამგებელი ნიკა თევდორაძე და ამბულატორიის მთავარი ექიმი ამირან ნიქაბაძე. მათ საკუთარი ხელით დარგეს საჩუქრად მოტანილი ულამაზესი კიპაროსის ხეები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს