დაბა ლენტეხის N2 სკოლის მოსწავლეები საბავშვო წიგნის დღეს მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
13-04-2022

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის ფარგლებში გამართულ საღამოში მონაწილეობდნენ.

საღამო ლენტეხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა. მას ბიბლიოთეკის თანამშრომელი მზეონა ტვილდიანი უძღვებოდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, ფაზლები და რებუსები ააწყვეს. ისინი აქტივობებში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„პატარებს გულთბილად შეხვდნენ ბიბლიოთეკის ახალგაზრდა და ღვაწლმოსილი თანამშრომლები (დირექტორი მართა ლიპარტელიანი). საღამოს დასასრულს მასპინძლები პატარებს ტკბილი სუფრით გაუმასპინძლდნენ. მადლობა მთელ კოლექტივს ჩვენი პატარების მიწვევისა და ამ ლამაზ საღამოზე ბედნიერი შთაბეჭდილებების მინიჭებისათვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203