საპრასიის საჯარო სკოლა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებულია
13-04-2022
შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ტურნირებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები მაგიდის ჩოგბურთში, სასკოლო ტურნირში მონაწილეობდნენ, სადაც საპრიზო ადგილებიც დაიკავეს.
უფროს ასაკის გოგონებში I ადგილის მფლობელი ნინი ოქროპილაშვილი გახდა, ხოლო ასევე, I ადგილი უფროსი ასაკის ვაჟებს შორის ლუკა გიორგაძეს ერგო. საპრიზო ადგილებზე გასულებს მედლები გადაეცათ, გამარჯვება კი საპრასიის საჯარო სკოლას ერგო წილად.
ტურნირი 6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ვანის სასპორტო სკოლაში გაიმართა, სადაც 6 საჯარო სკოლის 60-მდე მოსწავლე ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული საპრასიის სკოლა კულტურის სამსახურმა თასით დააჯილდოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის