ვაჩიანის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა დედებსა და პედაგოგებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
13-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის VIა კლასში ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ხელმძღვანელი და ორგანიზატორი მშობლიური ენის პედაგოგი არუსიაკ გარიელიანი გახლდათ. საზეიმოდ გამოწყობილმა მეექვსეკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საზეიმო ღონისძიებაში დიდი ხალისით ჩაერთნენ და თითოეული მათგანი აქტიურად მონაწილეობდა. ბავშვებმა დედებს და პედაგოგებს საზეიმო ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს.