„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!“- მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ღონისძიება ჩატარდა
13-04-2022

წყალტუბოს მუნიიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებით „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“, მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს. 

მოსწავლეები აქტივობაში, კლასის დამრიგებლის თინათინ გეორგაძის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203