ახალშენის საჯარო სკოლაში შემეცნებითი პროექტის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა
13-04-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი კი ბიოლოგიის პედაგოგი მაია ლიპარიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ დასკვნითი ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული იყო.
შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის