ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო სივრცე მოეწყო
13-04-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში „იდეათეკა“ გაიხსნა. 

გახსნასთან დაკავშირებით, სკოლაში მწერალ დათო ტურაშვილსა და „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორ არჩილ გაჩეჩილაძეს უმასპინძლეს. 

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „იდეათეკა“ რეგიონში ერთადერთია.

„ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და ამ მიმართულების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ბანკმა“ 2019 წელს „იდეათეკა“ − მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების კონცეფციის მქონე პროექტი წამოიწყო, რომელიც საზღვრისპირა სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქალაქებში არსებულ საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო სივრცეების გახსნას გულისხმობს.

მადლობას ვუხდით „საქართველოს ბანკს“ ამ შესანიშნავი პროექტისათვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203