თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა გასვლითი გაკვეთილი მცხეთაში
13-04-2022
თბილისის N108 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო, სახალისო და ამავდროულად, შემეცნებით სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

​ამჯერად, პედაგოგმა მაია მღვდელაძემ მე-7 კლასი მოსწავლეებთან ერთად საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოაწყო და ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მცხეთაში ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მეშვიდეკლასელების მზრუნველი დამრიგებელი კი სალომე რაზმაძე გახლავთ.

„კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის, უფრო მეტიც - ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას. მადლობა ქალბატონო მაია საინტერესო და ლამაზი დღისთვის. ჩემი მე-7 კლასი, ბედნიერი ბავშვები, ბედნიერი მე; ანუ მე, მე-7 კლასის დამრიგებელი, ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ მათ გაბრწყინებულ თვალებს და გაღიმებულ სახეს“, - წერს მეშვიდეკლასელების დამრიგებელი სალომე რაზმაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203