ორლოვკის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა „წითელი წიგნი“ შექმნეს
13-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა „წითელი წიგნი“ თავიანი ხელით შექმნეს. 

მოსწავლეებმა პედაგოგ ნანა ბაღიშვილის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ თემაზე იმუშავეს, „წითელი წიგნის“ მნიშვნელობა უკეთ გააცნიბიერეს და ცოდნა გაიღრმავეს. ისინი აქტივობაში დიდი მომდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

„დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, ყურადღება მიექცეს ბიომრავალფეროვნების კლების პრობლემას, რადგან დედამიწაზე სიცოცხლეს სწორედ ეს პრობლემა უქმნის მთავარ საფრთხეს. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დასაცავად აუცილებელია სახეობების მდგომარეობის ცოდნა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „წითელი წიგნი" და „წითელი ნუსხა". „წითელ ნუსხაში" გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებია შეტანილი“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203