ახალბედისეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებისა და ბებიებისთვის საჩუქრები დაამზადეს
13-04-2022
ხონის მუნიციპალიტეტის,სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან და ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა 8 მარტი აღნიშნეს.

პატარა მოსწავლეებმა დედებს და ბებიებს სარვამარტოდ საკუთარი ხელით შექმნილი საჩუქრები მიართვეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203