
მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.
„კიდევ ერთი გამოხმაურება მიქელეფონის საჯარო სკოლის ბავშვებისაგან 9 აპრილის ტრაგედიას და ამავდროულად, დიდ ზეიმს. ეს შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება არასოდეს წაიშლება მათი მეხსიერებიდან და მიხარია, რომ მოდის თაობა, რომელიც ცდილობს კარგად გაერკვეს საქართველოს ისტორიის წარსულსა თუ მომავალში. ღმერთო, დალოცე ჩვენი ბავშვები, რომ მათ მაინც მოუწიოთ გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრება“,- წერს სკოლის მასწავლებელი.