ცურტავის საჯარო სკოლაში წელს 15 პირველკლასელი შეაღებს კარს - ბავშვებს მრავალფეროვანი სასწავლო გარემო დახვდებათ
13-04-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია. სკოლაში განსაკუთრებულად პირველკლასელებს ელოდებიან.
სკოლის დირექტორის, ავთანდილ მამედოვის თქმით, წელს მათი რაოდენობა 15 იქნება.
სკოლა ბავშვებს მრავალფეროვან, მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. სკოლის პროფესიონალთა გუნდი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი, სიღრმისეული განათლება მისცეს და ოჯახური და უსაფრთხო გარემო შეუქმნას.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აქვე დავძენთ, რომ წელს სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის