ჭაპალის საჯარო სკოლაში პირველკლასელების მისაღებად სამზადისი დაწყებულია 
13-04-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია. 

სკოლის დირექტორის, ვანახარ კახრამანოვას თქმით, წელს სკოლაში 25 პირველკლასელს ელოდებიან. 

სკოლაში ბავშვებს მრავალფეროვანი, მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო დახვდებათ. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი, სიღრმისეული განათლება მისცენ და თბილი, ოჯახური და უსაფრთხო გარემო შეუქმნან. 

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აქვე დავძენთ, რომ წელს სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203