ორჯის საჯარო სკოლის კარი წელს 17 პირველკლასელისთვის გაიღება - მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული სასწავლო გარემო დახვდებათ
13-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია. სკოლაში განსაკუთრებით პირველკასელებს ელოდებიან.
სკოლის დირექტორის ნვერ მინასიანის, თქმით წელს მათი რაოდენობა 17 იქნება.
მოსწავლეებს სკოლაში ოჯახური და მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული სასწავლო გარემო დახვდებათ. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი, სიღრმისეული განათლება მისცენ.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აქვე დავძენთ, რომ წელს სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის