„9 აპრილის ავბედითი, მაგრამ თავისუფლების მომტანი ღამე“- თბილისის N94 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
13-04-2022

თბილისის N94 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ღონისძიება მიეძღვნა. 

მე-72 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს. 

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

„ემოციურად დაწყებული დღის გვირგვინი იყო მე-72 კლასის მოსწავლეების გულისამაჩუყებელი ღონისძიება...33 წლის წინანდელი 9 აპრილის ავბედითი, მაგრამ თავისუფლების მომტანი ღამე, ჩვენ თვალწინ გააცოცხლეს ამ ბავშვებმა და მთელი სიმძაფრით შეგვაგრძნობინეს ორლესული ნიჩბების სისატკე...აქვე, ამ სევდიან და ტკივილიან განცდასთან ერთად. მტკიცედ გვითხრეს,რომ „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია".
არაჩვეულებრივი სცენარი, შესრულება, შინაარსობრივი სისადავე და მაყურებლამდე ზუსტად მიტანილი სათქმელი- ინგა სტვილის შენი დამსახურებაა.
მეამაყებით ყველა, ყველა უკლებლივ, ვინც დღეს ესოდენ ზღვა ემოციისა და განწყობის შექმნა შეძელით.
მადლობა ჩვენს საპატიო სტუმარს, მასწავლებელთა პროფესიული კავშირების სამგორის რაიონის ხელმძღვანელს გულიკო ამილიძეს მობრძანებისთვის.
მადლობა ყველას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203