გომანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია - პირველკლასელებს მრავალფეროვანი სასწავლო გარემო დახვდებათ
13-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია.

სკოლის დირექტორის, ჰაიასტან მოვსესიანის თქმით, წელს სკოლაში 9 პირველკლასელს ელოდებიან. 

სკოლა ბავშვებს მრავალფეროვან, მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი, სიღრმისეული განათლება მისცენ და თბილი, ოჯახური და უსაფრთხო გარემო შეუქმნან. 

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აქვე დავძენთ, რომ წელს სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203