
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია. სკოლაში განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან.
სკოლის დირექტორის, გაიანე კურღინიანის თქმით, წელს მათი რაოდენობა 7 იქნება.
სკოლის დირექცია და პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მათ თბილ, ოჯახურ და უსაფრთხო გარემოს დაახვედრებენ და ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რომ ხარისხიანი, სიღრმისეული განათლება მისცენ.
სკოლა ბავშვებს მრავალფეროვან, მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აქვე დავძენთ, რომ წელს სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.