დილითის საჯარო სკოლაში წელს 17 პირველკლასელს ელოდებიან - ბავშვებს მათ ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი სასწავლო გარემო დახვდებათ
13-04-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია. სკოლაში განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. 

სკოლის დირექტორის, ტიგრან სარუხანიანის თქმით, მათი რაოდენობა წელს 17 იქნება. 

სკოლაში ბავშვებს მათ ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი სასწავლო გარემო დახვდებათ. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ და ოჯახური და უსაფრთხო გარემო შეუქმნან. 

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აქვე დავძენთ, რომ წელს სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203