ბურნაშეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს დიდი სიყვარულით ელიან
13-04-2022
წალკის მუნიციპალიტეტის, ბურნაშეთის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება ყოველთვის დგას განათლებული მომავალი თაობების სადარჯოზე და მიუხედავად იმისა, ბოლო პერიოდში პანდემიამ არაერთი პრობლემა გამოიწვია, ადგილობრივი მასწავლებლები, სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, ყველაფერს აკეთებენ სწავლა-სწავლების პროცესის უწყვეტობისთვის.

ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მთავარი ღირებულება მოსწავლეა და ამ ზრუნვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესვლის პირველივე დღიდან გრძნობენ ბავშვები. 2022-2023 სასწავლო წელს 6-მდე მოსწავლეს ელიან და როგორც Etaloni.ge-სთან საუბრისას დირექტორი - მგერ ტოროსიანი აცხადებს, ისინი უსაყვარლესი მასწავლებლების დამსახურებით, მალევე გახდებიან ბურნაშეთის საჯარო სკოლის დიდი ოჯახის წევრები. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა და ზოგადად, უწყობენ ფეხს ყველა თანამედროვე მოთხოვნას, რათა შემდეგ, ბურნაშეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის ყველ კარი მარტივად გაიღოს განათლებისა და წიგნიერებისკენ სავალ გზაზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203