ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში IX კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით კონფერენცია - „მტრის ურჩი რაინდი“ - დიმიტრი ყიფიანი“, ჩატარდა.
კონფერენციის მიზანი დიმიტრი ყიფიანის შესახებ ინფორმაციის გაგება, მისი ღვაწლის გაცნობა და გაცნობიერება იყო.
მოსწავლეები უკრაინაში მიმდინარე ომსაც გამოეხმაურენ და დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. აქტივობის ორგანიზატორი ნათელა ქებაძე იყო.
„ქვეყნისათვის თავგანწირული ადამიანი ყველა ეროვნული გმირია და მათ ხსოვნას არასოდეს ივიწყებს შთამომავლობა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: