ფურტიოს საჯარო სკოლამ, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ექსპერტებს უმასპინძლა
13-04-2022

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა ჩართულია ზოგადი განათლების რეფორმის პროგრამაში - „ახალი სკოლის მოდელი“.

სკოლაში ხშირად იგეგმება შეხვედრები სხვადასხვა საგნობრივ ექსპერტებთან. ამჯერად, სკოლას სტუმრობდნენ დაწყებითი განათლების ექსპერტი მზია სალაძე, ინკლუზიური განათლების ექსპერტი მარიამ სოხაძე და კორდინატორი როინ დიასამიძე. 

შეხვედრა იყო საქმიანი და ნაყოფიერი. სტუმრებმა პედაგოგებთან განიხილეს კომპლექსური დავალებები, ასევე თუ როგორ უნდა წარმართონ საგაკვეთილო პროცესში აქტივობები, რომლებიც მოცემულია კომპლექსური დავალებების ბანკში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203