დღვანის საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა
13-04-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა. 

შუახევის რესურსცენტრმა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს უკრაინას.

შეიძინეს სამედიცინო, პირველადი მოხმარების, ჰიგიენური საშუალებები და სურსათი.​ დღვანის საჯარო სკოლაც აქტიურად ჩაერთო ინიციატივაში.  სკოლის პედაგოგებმა თანხა შეაგროვეს და უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული ტვირთით დაეხმარნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203