„დიდება გმირებს!“ - ყიშლის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
13-04-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყიშლის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, ღონისძიება - „დიდება გმირებს!“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რა დროსაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედაა მიჩნეული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203