თბილისის N103 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლე დაათვალიერეს
13-04-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლე მოინახულეს.
მოსწავლეები სასახლეში, დამრიგებელ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით დაინტერესების მიზნით იმყოფებოდნენ.
ისინი მუზეუმის დაარსების ისტორიას გაეცნენ, საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს და „უკვდავთა ბაღშიც“ გაისეირნეს. მათ, ასევე მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში „აღდგომის დღესასწაული“, რის ფარგლებშიც, მოსწავლებმა საკუთარი ხელით სააღდგომო კრავი დაამზადეს.
მესამეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ცოდნაც გაიღრმავეს.
„მოსწავლეებმა დაათვალიერეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას და იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს საგამოფენო „სვეტოვანი“, „ლურჯი იადონების“, „ოქროს“ და „თეატრის“ დარბაზები, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები. გაისეირნეს „უკვდავთა ბაღშიც“. ხელოვნების სასახლე ძველ ტრადიციებს დაუბრუნდა და ჩვენს პატარებს აღდგომის ამ ბრწყინვალე სიმბოლოს ისტორიასა და თავგადასავალის შესახებ უამბო. კრავი აღდგომის ყველაზე ლამაზი და ბედნიერი სიმბოლოა. სააღდგომო კრავს ხატავდა ფიროსმანი. ძველ საქართველოში სჯეროდათ, რომ ოჯახს ის კეთილდღეობასა და ღვთის მფარველობას მოუტანდა. ამ პროგრამის ფარგლებში ბავშვებმა საკუთარი ხელით ულამაზესი სააღდგომო კრავი დაამზადეს. ეს იყო კიდევ ერთი დაუვიწყარი და საინტერესო დღე ჩვენი პატარების ცხოვრებაში, მეორე დღეს კი შთაბეჭდილებები და ემოციები გაიზიარეს ერთმანეთს და პრეზენტაციაც მოაწყვეს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის