თბილისის N120 სკოლაში სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლეს
13-04-2022

12 აპრილს, თბილისის N120 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ ბენეფიციარებთან შეხვედრა​ ჩატარდა.

განხორციელდა პროექტ „თანასწორობის ხიდის“ პრეზენტაცია, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა გოგოლაძე ხელმძღვანელობს.

სასკოლო გარემოს დათვალიერების შემდეგ, ბენეფიციარი მოზარდები და სკოლის მოსწავლეები გაესაუბრნენ ერთმანეთს, განიხილეს დამეგობრების სამომავლო გეგმები.

„მადლობა ცენტრის ხელმძღვანელობას ქალბატონებს: ჯულიეტა სილაგაძეს (აკადემიური განვითარების ხელმძღვანელი) და ნატალია გოგინაშვილს (განვითარების დირექტორი), რომელთა ხელშეწყობითაც განხორციელდა აღნიშნული შეხვედრა. პროექტს დიდ მხარდაჭერას და თანამშრომლობას უცხადებს სკოლის დირექტორი ქალბატონი მზია ვახტანგიშვილი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203