გუბის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
13-04-2022
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

მასწავლებელმა, ირინა შველიძემ და მე-4 კლასის მოსწავლეებმა ემოციურად გამოხატეს თავიანთი გულისტკივილი და თანადგომა უკრაინელი ხალხისა და თანატოლების მიმართ. წაიკითხეს გამამხნევებელი ლექსები და ისაუბრეს ქვეყნებს შორის კონფლიქტისა და ომის უარყოფით მხარეებზე.

მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203