ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყვავილების დღესასწაული - „არიფანა“ მოაწყვეს
13-04-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ყვავილთა დღესასწაული „არიფანა“ მოაწყვეს.
მათ თავიანთი ხელით დამზადებული ნივთები გაყიდეს, ჯამში 260 ლარი შეაგროვეს და ფული სხვა ადამიანების დახმარებას მოახმარეს.
თანხა ორ ნაწილად გაყვეს, რითაც უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახსა და ადგილობრივ, მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარენ.
აქტივობა პედაგოგ მართა ტაბატაძის ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში მოსწავლეები უდიდესი სიხარულითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარებას და შეგროვილი თანხით იმ ოჯახების დახმარებას, რომელი ოჯახიც ამას საჭიროებდა. მადლობა ყველა იმ მონაწილეს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ კარგ საქმეში. მადლობა: ბავშვებს, მშობლებს და პედაგოგებს“,- წერს პედაგოგი მართა ტაბატაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის