„მსოფლიოს ბავშვებს მშვიდობა მარად!“ - თბილისის N191 სკოლის III კლასში ღონისძიება ჩატარდა
13-04-2022

თბილისის N191 საჯარო სკოლის III კლასში თემებზე - „მსოფლიოს ბავშვებს მშვიდობა მარად“ და „სიკეთე გადამდებია“ ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს, უმღერეს საქართველოს, სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ბავშვებს, უსურვეს გამძლეობა, სულის სიმშვიდე და ომის მალე დასრულება.

მოსწავლეებმა სიკეთის სიმბოლოდ, თანატოლებს ტკბილეული დაურიგეს. 

ღონისძიებას მასწავლებელი ლელა გადახაბაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203