თეთრიწყაროს N1 სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, კედლის გაზეთი დაამზადეს
13-04-2022
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა გლობალური კატასტროფების შესახებ კედლის გაზეთი დაამზადეს.
გაზეთზე სასკოლო პროექტის - „გარემოს დაცვის“ ფარგლებში იმუშავეს.
პრეზენტაციისას მოსწავლეებმა გარემოს დაბინძურების სხვადასხვა ფაქტორზე - დანაგვიანებაზე, კატასტროფული მოვლენებსა და ქიმიური ნივთიერებებით დედამიწის დაბინძურებაზე ისაუბრეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს და გულისტკივილი გამოთქვეს ტყეების ჩეხვასთან დაკავშირებით. მკაფიოდ გადმოსცეს ერთიანი აზრი „სუფთა და სასიცოცხლოდ შესაძლებელი გარემოს შექმნა, გაფრთხილება და შენარჩუნება ყველას მოვალეობაა, ვისაც ამ ქვეყანაში სურს ცხოვრება“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის