„დღე გლოვისა და დღე გამარჯვებისა“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
13-04-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრა „დღე გლოვისა და დღე გამარჯვებისა“ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ და სამოქალაქო კლუბმა „ერთობამ“ ჩაატარა. 

მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა თემის გარშემო, საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს:                 
  • 1989 წლის 9 აპრილი - მე-9 კლასის მოსწავლე ქრისტი ჩიხლაძე;                         
  • 9 აპრილის გმირები - მე-10 კლასის მოსწავლეები: გ.დვალიშვილი, ლ.ჯომიდავა, მ.ვეფხვაძე;
  • 1991 წლის 9 აპრილი - მე-9 კლასის მოსწავლე ლ.მიქაბერიძე.  
მათ 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს და სანთლები დაანთეს. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203