„სოლიდარობა უკრაინას!“ - ბებნისის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
13-04-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

„სოლიდარობა უკრაინას!“ - ამ დევიზით გამართა საინფორმაციო შეხვედრა ბებნისის საჯარო სკოლის მე-2 კლასის ხელმძღვანელმა ნანული მიდელაშვილმა. 

მოსწავლეებმა საქართველოსა და უკრაინის დროშებით ხელში პოზიცია დააფიქსირეს და უკრაინელებისადმი თანადგომა გამოხატეს. 

მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203