„მადლობა თავისუფლებისათვის“- მარაბდის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა
13-04-2022

ცხრ ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებით  მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, პატრიოტული ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს და ფოტოგამოფენა მოაწყვეს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

სკოლის დირექტორი თამრიკო ფიჩხულაშვილია.

„მადლობა თავისუფლებისათვის! 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. ეს არის დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში აერთიანებს ორ მნიშვნელოვან მოვლენას - 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203