საინტერესო კონკურსების ციკლი თბილისის 108-ე საჯარო სკოლაში
09-03-2018
თბილისის 108-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა კედლის გაზეთების კონკურსი თემაზე: ,,სკოლა ჩემს წარმოდგენაში."
ყველა კლასის მიერ შესრულებული ნამუშევარი მისაღები და მოსაწონი იყო, რისთვისაც დირექციამ მადლობა გადაუხადა V და VI კლასის მოსწავლეებს. შინაარსითა და მხატვრული გაფორმებით გამოიკვეთნენ გამარჯვებულებიც.
I ხარისხის სიგელით დაჯილდოვდა VIბ კლასი (დამრიგებელი: ნ.ქირია), II ხარისხის სიგელით დაჯილდოვდა VIა კლასი (დამრიგებელი: ნ.ქევხიშვილი), III ხარისხის სიგელით კი - Vა კლასი (დამრიგებელი: ა.ვასაძე).
აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლა აქტიურად ახორციელებს ბულინგის წინააღმდეგ მიმართულ საინტერესო აქტივობებს. 1-ლი მარტიდან 10 მარტის ჩათვლით სკოლაში (1-12 კლასები) მიმდინარეობს ბულინგის თემასთან დაკავშირებით კონკურსი. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ვიდეორგოლი, სლოგანი, კედლის გაზეთი და სხვა.
გამარჯვებული ნამუშევარი 10 მარტს გამოვლინდება, რომელიც გაიგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეფასებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია