აჭყვას საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
12-04-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო გათენაძის ხელმძღვანელობით, 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, ნახეს დოკუმენტური ფილმი, შექმნეს კედლის გაზეთი, სიმღერა „ტიტები“ მოისმინეს და სანთლები დაანთეს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203