სიონის საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა
12-04-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის გარემოზე ზრუნვა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია.

სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება.

სკოლაში ამჯერად საგაზაფხულო გამწვანების აქცია გაიმართა, რომელშიც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ გამწვანების აქციაში პედაგოგები, მოსწავლეები და თანამშრომლები დიდი ხალისით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203