ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს
12-04-2022
ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლე არინა აბრამიშვილი გააგრძელებს სწავლას. არინა დედით უკრაინელი გახლავთ და მესამეკლასელია.
პატარა მოსწავლეს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თბილად დახვდა და მეტად ემოციური შეხვედრა მოუწყეს. არინას სკოლა საზეიმოდ გაფორმებული დაახვედრეს და ოვაციებით, გამამხნევებელი სიტყვებით შეეგებნენ.
პატარა არინა სკოლაში ქალაქის მერმა, გივი მოდებაძემ მიიყვანა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის