„ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა“ - ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
12-04-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს.
სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ( GDI EDU) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობენ.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში შეხვედრა განხორციელდა ბიოლოგიის პედაგოგთან, დარეჯან ფირცხალავასთან და დაიგეგმა შემდეგი აქტივობა.
პროექტი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების - შორენა გუბელაძისა და ელიზა ლიპარტელიანის ფასილიტატორობით ხორციელდება.
„ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა“ - ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის თარიღს უკავშირდება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის