„დღე გლოვისა, მაგრამ დღე გამარჯვებისა“- ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
12-04-2022
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა.

მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გულზე ფერადი ფურცლებისგან დამზადებული ტიტები დაიმაგრეს, სანთლები დაანთეს და ლექსები წაიკითხეს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

„9 აპრილი - „დღე გლოვისა, მაგრამ დღე გამარჯვებისა“. და თუ დაგჭირდება, ჩემო საქართველო, სანთლებს კვლავ დაგინთებთ იცოდე, ხორცით მოწამლული, ისევ ავენთებით, მტერს რომ მოვუწამლოთ სიცოცხლე... ჩემი პატარა პატრიოტები“,- წერს სკოლის მასწავლებელი.

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203