სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში 9 აპრილის ტკივილიანი დღე გაიხსენეს
12-04-2022
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა 1989 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და ღონისძიება - „9 აპრილი, ქართველი ერის დიდი ტკივილი“ მიუძღვნეს.

„მეხუთე და მეექვსე კლასების მოსწავლეებმა გაიხსენეს ის ტკივილიანი დღე, როცა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა ხალხმა საკუთარი სიცოცხლით ზღო სურვილი - დამოუკიდებლობისა. ყველა ქართველს უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია და ადამიანები, რომელთაც საკუთარი სისხლი გაიღეს, რომ ჩვენ, დამოუკიდებელ საქართველოში გვეცხოვრა. დიდი მადლობა ისტორიის მასწავლებელს, ეთერი პაპიაშვილს და მოსწავლეებს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203